|
2020-12-03 21:03:26, 959 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, კამერების წინ აიცრებიან
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას საჯაროდ, კამერების წინ გაიკეთებენ, - ამის შესახებ CNN -ი იუწყება. ტელეარხის ცნობით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია, რომ საზოგადოება დაარწმუნონ ვაქცინის სანდოობასა და უსაფრთხოებაში. აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტების აცრა, მას შემდეგ მოხდება, რაც სურსათის უვნებლობისა და წამლის ხარისხზე კონტროლის სააგენტო, ვაქცინების წარმოებაზე ნებართვას გასცემს. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის უფროსმა, ფრედი ფორდმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ქვეყნის 43-ე პრეზიდენი დაუკავშრდა ინფექციური დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს და ინფექციურ დაავადებათა მთავარ ექსპერტ ენტონი ფაუჩს და დოქტორ დებორა ბიქრსს, რომელიც თეთრი სახლის კორონავირუსზე რეაგირების კოორდინატორია, რათა გაერკვია, თუ როგორ შეეძლო დახმარებოდა საჯაროდ ვაქცინის გაკეთება მის პოპულარიზაციაში. „რამდენიმე კვირის წინ ჯორჯ ბუშმა მთხოვა, რომ მეცნობებინა ფაუჩისთვის და ბირქსისთვის, რომ ვაქცინის ჩაშვების შემთხვევაში, მას სურს გაიკეთოს ვაქცინა, რაც ხელს შეუწყობს თანამოქალაქეების ვაქცინაციას“, - განაცხადა ფორდმა. კლინტონის პრესმდივანმა ასევე CNN-ს განუცხადა რომ სურს გაიკეთოს ვაქცინა საზოგადოებრივ გარემოში, რათა ხელი შეუწყოს მის პოპულარიზებას. „პრეზიდენტი კლინტონი აუცილებლად მიიღებს ვაქცინას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება ის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით და ის ამას გააკეთბს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს და მოუწოდებს ამერიკელებს, რომ იგივე გაიმეორონ“, - განაცხადა ანხელ ურენასმა. ექს-პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ SiriusXM-ის წამყვან ჯო მედისონთან ინტერვიუში, თქვა, რომ მას სჯერა ექიმი ენტონი ფაუჩის განცხადების, ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „ისეთ ადამიანებს, როგორიცაა ენტონი ფაუჩი, რომელიც ვიცი და ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, სრულიად ვენდობი, ასე რომ, თუ ენტონი ფაუჩი მეუბნება, რომ კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და შემიძლია ავიცრა, მე აუცილებლად გავიკეთებ მას“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)