|
2020-12-03 16:44:13, 836 ნახვა
ეკონომიკა
თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 4-დან 14 დეკემბრის ჩათვლით, აცხადებს განაცხადების მიღებას „თანადაფინანსების მექანიზმი სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის" პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სარესტორნო ინდუსტრიის სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბაკში/ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების/შეთანხმებული სალიზინგო პროექტების სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი. პროგრამის პირობები: აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" განახორციელებს, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის 80 პროცენტის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 70 პროცენტის ოდენობით უცხოურ ვალუტაში თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება ამ სესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად. კომერციული ბანკის/ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე სესხი/ლიზინგის საგანი გაცემული უნდა იყოს 2020 წლის 1 მარტამდე პერიოდში; კომერციულ ბანკში არსებული მეწარმე სუბიექტის სესხზე, მიზნობრიობის დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად უნდა ირკვევეოდეს, რომ სესხის სრული ოდენობის არანაკლებ 80%-ისა გაცემულია რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალების შეძენის მიზნობრიობით; ლიზინგის გამცემის მიერ მეწარმე სუბიექტზე ლიზინგით გაცემულ მოძრავი ნივთზე, მეწარმე სუბიექტის ბიზნეს გეგმის შესაბამისად უნდა ირკვეოდეს, რომ რესტორნისთვის საჭირო ძირითადი საშუალებას პირი იყენებს საკვებისა ან/და სასმელის წარმოებისთვის, საქონლის მიწოდებისთვის/მომსახურების გაწევისთვის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისთვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია; ამ პროგრამის მიზნებისათვის, პროგრამაში ჩართვის მსურველი, მიმართვის წარდგენის მომენტისათვის „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უნდა იყოს რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის, აგრეთვე სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა), რომელიც საქმიანობას ახორციელებს სარესტორნო ინდუსტრიის ფარგლებში და კომერციულ ბანკთან/ლიზინგის გამცემთან გაფორმებული აქვს სესხის/ლიზინგის ხელშეკრულება და საბანკო მიმართვის/სალიზინგო მიმართვის წარდგენის მომენტისათვის არ გააჩნია სახელმწიფოს მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება ან/და არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)