2020-12-03 16:22:44, 424 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებსაც მოემსახურებაა
კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება. ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.
კოვიდ 19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს.
ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და უფასოა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),