|
2020-12-03 15:27:07, 572 ნახვა
კომენტარი
მიხეილ დუნდუა კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციაზე - ეს მიუთითებს ქვეყნის მაღალ რეპუტაციაზე
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება და მიუთითებს საქართველოს მაღალ რეპუტაციაზე კორუფციული რისკისგან თავისუფლების თვალსაზრისით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიციების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ისეთი მთავარი ქვეკომპონენტის მიხედვით, როგორიცაა „მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისგან თავისუფლება" საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო. „ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, აისახება იმ მიმართულებით, რომ საქართველოში შემოვა მეტი ინვესტიცია. დღეს, ქვეყანაში დაცულია ბიზნესი, დაცულია ინვესტორთა უფლებები და ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, მისი რეპუტაციის კიდევ უფრო მეტად ამაღლებასა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ. შეგახსენებთ, Trace International - ის მიერ წარმოებული კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასება გაიუმჯობესა და მსოფლიოში 28-ე ადგილზე, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულშია. ინდექსის მიხედვით, საქართველო აზიის რეგიონის 50 ქვეყანას შორის მე-6 პოზიციაზეა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)