2020-12-03 12:50:55, 346 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს
პარლამენტთან სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ იმ აქტივისტებს, რომლებიც ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე დღეა აქციას მართავენ.
სიმბოლურად, აქციის წევრებმა პარლამენტთან მიიტანეს ბუშტები.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარედ აქტივისტები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ისინი მოითხოვენ ცესკოს ხელმძღვანელის გადადგომას, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან