2020-12-03 10:49:43, 434 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა 10 დეკემბრამდე ენგურის ხიდს ხსნის
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მიზნით, დროებით ხსნის ენგურის ხიდს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბრუნებას.
გამშვები პუნქტით სარგებლობა 3-დან 10-დეკემბრამდე ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,