19:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 11:06:45, 642 ნახვა

საზოგადოება
ნიუ იორკის Chelsey Market-ში ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia იმართება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე, რომელიც chelsey market-ში სამი დღე გრძელდება,  წარმოდგენილია სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, თანამედროვე დიზაინერების პროდუქცია. დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს საქართველოს ისტორიას, დააგემოვნოს ადგილზე ქართული საკვები და ღვინო.

„გამოფენა-გაყიდვა  ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას,  საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების კუთხით ქვეყნის სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. სტენდებზე წარმოდგენილი პროდუქტცია დამთვალიერებლებსა და შეძენის მსურველებსსაშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურულ და ისტორიულ შტრიხებს, რაცუცხოელი სტუმრების მხრიდან საქართველოსადმი სამომავლო ინტერესის გაღვივებასა დაქვეყნის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, Chelsey market-ს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტებიც სტუმრობდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგარზდები მოიკითხა და მათ წარმატებები უსურვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics