|
2020-12-02 12:55:07, 693 ნახვა
კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრი - ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან
„ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძე გმობს მსგავს ქმედებას. „არ შემიძლია ეს ფაქტო დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც არის რთული ვითარება და ყველა ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ არასწორია. მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებსა და შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი. ჩემს ოჯახს აქვს რთული დრო, გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამას და ახორციელებენ მორალურ ზეწოლას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)