|
2020-12-02 12:34:23, 651 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ 19 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხები, პირველ რიგში, მას ესაჭიროება
„კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რადგან აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, - ასე გამოეხმაურა კორონავირუსით 19 წლის პაციენტის გარდაცვალებას ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. „ვუსამძიმრებ თეკლას ოჯახს. ეს ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ვერ დავტოვებთ ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი დავალებით რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს მისი შესწავლა. ისინი გააკეთებენ ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნები იქნება გაკეთებული, თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მსგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით ნამდვალად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ამ კითხვებზე პასუხი პირველ რიგში მესაჭიროება მე, რადგან აღარ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)