|
2015-09-27 10:55:23, 639 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს სტუდენტები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს. სტუმრებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ევროინტეგრაციის კუთხით შსს-ს კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების განხორციელების შესახებ, კერძოდ, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების იმპლემენტაციის თაობაზე. როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიება მიზნად ისახავდა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ სტუდენტების ინფორმირებას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)