|
2015-09-27 10:47:06, 600 ნახვა
საზოგადოება
შსს–ს აკადემიაში სოციალური მედიის თემაზე ტრენინგი ჩატარდა
შსს-ს აკადემიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის და სოციალური მედიის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, შსს-ს სსიპ-ების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით და აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს (GBI) მხარდაჭერით გაიმართა. სწავლებას ჯორჯიის შტატის ქალაქ დანვუდის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ბილ გროგანი და მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თიმ ბაროუზი წარუძღვნენ. „სწავლების დროს განიხილეს საზოგადოებასთან ურთიერთობების, საზოგადოებისთვის ძირითადი მესიჯების მიწოდების, სოციალური მედიის ეფექტურად გამოყენების, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფარგლებში სოციალური მედიის როლის განსაზღვრის, მედიასთან დაკავშირებული გამოწვევების და კრიზისული სიტუაციების დროს სწორი კომუნიკაციის საკითხები. სწავლების ფარგლებში ასევე განიხილეს იყო პრაქტიკული მაგალითები და გაიმართა მსოფლიოში მომხდარი, გახმაურებული ფაქტების ირგვლივ მსჯელობა, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით ამერიკული სტანდარტების უკეთ გაცნობისთვის. შსს-ს წარმომადგენლებისთვის მსგავსი სწავლება უკვე მეორედ ჩატარდა. კურსის დასრულების შემდეგ, ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა“, – აცხადებენ შსს–ში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)