|
2020-12-01 14:27:04, 474 ნახვა
საზოგადოება
DRI: სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები
სასულიერო პირები არჩევნების მეორე ტურამდე პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიაში ნაკლებად იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ ნათქვამია DRI-ის განცხადებაში. მათი ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რელიგიური ორგანიზაციებისა და სასულიერო პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასა და არჩევნების შემდგომ პერიოდში მათ აქტიურობაზე დაკვირვების მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოიცავს 1-ლი ნოემბრიდან არჩევნების მეორე ტურამდე (21 ნოემბრის ჩათვლით) პერიოდს, თუმცა, მასში ასევე აღწერილია არჩევნების მეორე ტურის შემდგომი მოვლენებიც. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, თუ 31 ოქტომბრის არჩევნების დღემდე ადგილი ჰქონდა პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლო აგიტაციის არა ერთ შესაძლო ფაქტს, არჩევნების მეორე ტურამდე სასულიერო პირები საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, უფრო თავშეკავებულები იყვნენ. უფრო მეტიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მეორე ტურის დასრულების შემდეგაც არ გაუკეთებია. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე განაცხადა, რომ პოლიტიკური დაძაბულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პოლიტიკური განცხადებების კეთებას, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა საბოლოო შედეგი. თუმცა საპატრიარქომ თითქმის ყველა არჩევნების დროს ოფიციალურად მიულოცა გამარჯვებულ ძალას, მიუხედავად იმისა, გამოცხადებული იყო თუ არა არჩევნების საბოლოო შედეგები. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება სალომე ზურაბიშვილს მეორე დღესვე მიულოცა, როცა არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად შეჯამებული. პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება მიულოცა 2012 წლის 5 ოქტომბერსაც, არჩევნებიდან მე-4 დღეს, მაშინ როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები 2012 წლის 19 ოქტომბერს გამოაქვეყნა. გადაჭრით იმის თქმა, რომ საპატრიარქომ წინა წლების ტრადიცია დაარღვია პოლიტიკური პროცესებისგან სრული დისტანცირების და სეკულარიზმის პრინციპიდან გამომდინარე, რთულია, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში სასულიერო პირთა მაღალი პოლიტიკური აქტიურობის ფონზე. ზოგადად კი, საპატრიაქროს მხრიდან თავშეკავებული პოზიცია დადებითად უნდა შეფასდეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)