04:47 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-01 13:43:23, 1051 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით  სტარტაპ გრაინდის ტექნოლოგიური კონფერენციის მთავარი სპიკერები სტივ ბლანკი და გაი კავასაკი იქნებიან.

სტარტაპ გრაინდის ევროპა-აზიის ტექნოლოგიური კონფერენცია 2020 წლის 10-12 დეკემბერს ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიებას 5,000-ზე მეტი მონაწილე და 100-ზე მეტი უმაღლესი რანგის სპიკერი ეყოლება.

სტივ ბლანკი თანამედროვე მეწარმეობის ერთ-ერთ დამფუძნებლად მიიჩნევა. მას ეკუთვნის  Lean Startup მოძრაობის შექმნა და მისივე ავტორობით გამოიცა  სახელმძღვანელო სტარტაპებისთვის „ოთხი ნაბიჯი შემეცნებამდე“. სტივ ბლანკი კითხულობს ლექციებს სტენფორდის, კოლუმბიის, ბერკლისა და ნიუ იორკის უნივერსიტეტებში.

ანტრეპრენერი, ბრენდ ევანგელისტი და მარკეტინგის გურუ გაი კავასაკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მარკეტინგის ერთ-ერთ საუკეთესო ექსპერტად ითვლება. ის არის 15-მდე ბესტსელერი წიგნის ავტორი, მენტორი და ერთ-ერთი საუკეთესო გამომსვლელი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და სტარტაპებისთვის განკუთვნილ არაერთ პლატფორმაზე.       

სამდღიანი ვირტუალური კონფერენცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით იმართება და მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოუსმინონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლებს, პირისპირ გაესაუბრონ ინვესტორებს, გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპების წარმომადგენლები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტარტაპ გრაინდის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.startupgrind.ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics