|
2020-11-30 13:24:23, 551 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „გუშინ, 29 ნოემბერს, ტელეკომპანია „მთავარის" ეთერით გარდაცვალების რეგისტრაციის პროცედურის შესახებ დეზინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთ გადაცემაში წაიკითხეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მოქალაქე ლ. ჩ. წერდა, რომ ვერ ახერხებდა გარდაცვლილი მამის დაკრძალვას, რადგან არ მუშაობდა იუსტიციის სახლი და ვერ მიიღებდა გარდაცვალების მოწმობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ ინფორმაცია მოქალაქე ლ. ჩ.-ს მამის გარდაცვალების შესახებ სააგენტოში 28 ნოემბერს ერთ-ერთი საავადმყოფოდან შემოვიდა და მონაცემთა ბაზაში ფაქტი მყისიერად, იმავე დღეს აისახა. ოჯახს გარდაცვალების მოწმობის მისაღებად სააგენტოსთვის 29 ნოემბრის ჩათვლით არ მოუმართავს. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების მოწმობის ასაღებად სააგენტოში გარდაცვლილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელი არ არის – მიმდინარე წელს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და მომხმარებელთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაზრდის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა" და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ჰერმესი" გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ვებსერვისით ონლაინ რეჟიმში იღებს. შესაბამისად, გარდაცვალების მოწმობის მატერიალური სახით წარდგენის აუცილებლობა აღარ არსებობს და გარდაცვლილის ახლობლებს აღარ სჭირდებათ იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში მისვლა დოკუმენტის ასაღებად. ამ პროცედურების განმარტებით მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაუკავშირდა ქალბატონ ლ. ჩ.-ს, რომელსაც სააგენტოს მიმართ უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარდაცვალების პირველად მოწმობზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან პარასკევამდე სერვისის მიღება ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „COVID 19"-ის გავრცელების პრევენციის მიზნით იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ მუშაობენ. ისეთი სერვისების გაცემა, რომლებიც მოქალაქეებს ხშირად გადაუდებლად სჭირდებათ, დისტანციურადაა შესაძლებელი. კერძოდ, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო შაბათ-კვირას ელექტრონული ფორმით გასცემს. ამისათვის დაინტერესებულმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ელექტრონულ პორტალზე – my.gov.ge ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე – sda.gov.ge და მიჰყვეს ინსტრუქციას. დისტანციური მომსახურების შესახებ მომხმარებელს კონსულტაციის მიღება შეუძლია ცხელი ხაზის – 032 2 40 10 10 ან სკაიპის – sda.gov.ge საშუალებით. მომხმარებელი დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობის ელექტრონული ასლის ჩამოტვირთვას შეძლებს პორტალის – my.gov.ge ან სააგენტოს ვებგვერდის – sda.gov.ge საშუალებით, მზა დოკუმენტს კი ფოსტის მეშვეობით მიიღებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)