18:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 12:38:56, 557 ნახვა

საზოგადოება
კარალეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა.  
როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, აქციის მიმდინარეობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი და სამედიცინო კლინიკა  „გორმედის“ დირექტორი გია სვანაძე დაესწრნენ.  
სოზარ სუბარი ადგილზე დააკვირდა სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების მიმდინარეობას და მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო. 
უწყების ინფორმაციით, უფასო პროფილაქტიკური გამოკვლევები სოფელ კარალეთისა და კარალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას ჩაუტარდათ. ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება „გორმედისა“ და დედათა და ბავშვთა ცენტრ "იავნანას" ექიმებმა გაუწიეს. ზოგადი ქირურგი,  უროლოგი, გინეკოლოგი, ტრავმატოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, პედიატრი, რადიოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი მოსახლეობას შესაბამის გამოკვლევებს მთელი დღის განმავლობაში უტარებდნენ.  
ამასთან, სამინისროს ცნობით, აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს პირველადი დახმარების მედიკამენტები და გლუკომეტრები უსასყიდლოდ გადაეცათ. ასევე, უფასოდ ჩაუტარდათ ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები.  
გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პაციენტს ესაჭიროებოდა კუჭის წყლულის სასწრაფო ოპერაციადა დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა კლინიკა „გორმედში“. ასევე კლინიკა გორმედში გადაიყვანეს პაციენტი, რომელსაც სტენტირების პროცედურა ჩაუტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics