20:40 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 14:57:06, 415 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილთან დებატებისთვის მზად არის.

ამის შესახებ ჯაფარიძემ ყოფილი პრემიერის მიერ გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა, სადაც ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა საზოგადოებას ტვირთად არ აწევს.

„მე, ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მთავარი ოპოზიცური პარტიის აღმასრულებელი მდივანი ვაცხადებ სრულ მზადყოფნას ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ დროს როცა ეს ადამიანი ჩათვლის რომ ის არის მზად, დავჯდე მას პირდაპირ ეთერში და ავუხსნა რატომ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება ქვეყნისთვის პრობლემა და როგორ აზარალებს ეს საქართველოს გაჭირვებულ მოსახლეობას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა.

„გუშინ საზოგადოებამ იხილა ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, სადაც მან ქვეყანაში შექმნილი ვითარების არადეკვატური განცხადებები გააკეთა. თითქოს ლარის გაუფასურება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას, პირიქით, ეს არის კარგი. ჩვენ გვინდა განვაცხადოთ, რომ ლარის გაუფასურების გამო სერიოზული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, მათ შორის პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს. ყველა იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოსგან იღებს ან ხელფასს ან სოციალურ დახმარებას.  პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული დოლარში და გაცილებით მეტის გადახდა უწევთ საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ვიდრე აქამდე უწევდათ. ივანიშვილმა ასევე განაცხადა რომ საქართველოს უნდა იყოს პატარა ქვეყანა ამბიციების გარეშე და ნელი ეკონომიკური ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ ადამიანის გადმოსახედიდან, რომლის ქონება რამდენიმე მილიარდია და უზრუნველყოფილი აქვს საკუთარი შვილების და შვილიშვილების ცხოვრება , ცხადია ეს არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ პრობლემა არის ეს საქართველოს მოსახლეობისთვის, ჩვენთვის, ვისაც გვსურს რომ ჩვენმა შვილებმა მაინც მოასწრონ განვითარებულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება.  ჩვენ გვეჩქარება ქვეყნის სწრაფი განვითარება, ამ ადამიანს ეს შეიძლება არ ეჩქარებოდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics