01:00 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-30 11:22:12, 572 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - დღეს წარვადგენთ ექსპერტიზის ახალ დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ სადაო რუკები კარტოგრაფიულად უვარგისია

„კარტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს დღეს ექსპერტიზის ახალ დასკვნას წარუდგენენ.

მისი თქმით, ექსპერტიზა ადასტურებს, რომ სადაო რუკები, რომლის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები პასუხისგებაში მისცეს, კარტოგრაფიულად უვარგისია.

„პროკურატურის პოზიცია ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. თუმცა, ლოგიკურია, რომ მათი ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. ჩვენი პოზიცია არის, რომ დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ ეს ადამიანები პატიმრობიდან და დამატებით ვთავაზობთ სასამართლოს 200 ადამიანის თავდებობას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს რომ იყვნენ ბრალდებულების თავდებები. ჩვენ დღეს წარმოვადგენთ სასამართლოში ახალ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ადასტურებს, რომ ის სადაო რუკები, რომლის არ გამოყენებისთვისაც პასუხისგებაში მისცეს ბრალდებულები არის უვარგისი კარტოგრაფიულად, მასზე დატანილი მონაცემები არის სრულ აცდენაში რეალობასთან. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ ამყარებს ბრალდებულების პოზიციას, რომ მათ შეამოწმეს ეს რუკები, იყო გამოუსადეგარი და ამიტომ არ გამოიყენეს ისინი“, - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics