2020-11-29 17:34:35, 513 ნახვა
სამართალი
ჩოხატაურში, ქვის საამქროში დაშავებული მუშა გარდაიცვალა
ჩოხატაურში, ქვის საამქროში დაშავებული მუშა დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია,“ექსპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე განცხადებით ქვის საამქროს თანამშრომელმა დაზიანებები გუშინ მიიღო და დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,