18:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 10:12:52, 656 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული ბანკი მმართველთა კლუბის შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, თბილისი „ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის XXXIV შეხვედრას“ მასპინძლობს.

ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის შეხვედრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონში“ იმართება.

ღონისძიებაში  მონაწილეობს კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი - ისრაელის, ჩეხეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, ჩინეთის, უკრაინის, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ხორვატიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მაკედონიის, მოლდოვას, მონტენეგროს, რუსეთის, სერბიის, სლოვენიის და ტაჯიკეთის ცენტრალური ბანკებიდან.

საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელები რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური თემის შესახებ იმსჯელებენ - ვალუტის გაცვლითი კურსი და მაღალი დოლარიზაცია.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის სახალხო ბანკს შორის ხელი მოეწერება განზრახულობათა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ცენტრალური აზიის, შავი ზღვის და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკის მმართველთა კლუბი 1998 წელს დაარსდა. მმართველთა კლუბის მთავარი მიზანია რეგიონში ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება და საბანკო სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა. ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ფულადი და სავალუტო ბაზრების ეფექტური ფუნქციონირება, ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და მონაწილე ქვეყნებისთვის სხვა საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე მსჯელობა. კლუბი განსაკუთრებულ ინტერესს უთმობს განვითარებად ქვეყნებში კაპიტალის შემოდინების წახალისების და ეროვნული საგადახდო სისტემების განვითარების საკითხებსაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics