03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 17:46:11, 619 ნახვა

კომენტარი
უდუმაშვილი რუსეთის განცხადებაზე - სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს

8 წლის განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ ქართული მხარე რუსეთისგან თითის ქნევით ისმენს საყვედურებს, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ მოლაპარაკებებს, რომლის შემდეგაც რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, სწორედ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც რუსული მხარისგან ვიღებთ ინფორმაციას, თუ რას შეეხებოდა რეალურად ეს საუბარი და რაზე იყო მოლაპარაკებები. ტრადიციულად, 8 წლის განმავლობაში მიჩვეული ვართ, რომ ქართული მხარე რუსული მხარისგან თითის ქნევის რეჟიმში ისმენს საყვედურებს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. სამწუხაროდ, ეს არის დღეს ჩვენი ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის, რომ სადამდეც გასდის, იმდენს ბედავს რუსეთი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, რუსმა დიპლომატმა, გრიგორი კარასინმა და რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ვიდეოკონფერენციის ფორმატში 2019 წლის ზაფხულში ანტირუსული პროვოკაციები განიხილეს. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის გამართულ შეხვედრაზე, დადასტურდა 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ მოწყობილი კარგად ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის ნეგატიური შედეგების აღმოფხვრის ორმხრივი განწყობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics