21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-28 14:55:18, 912 ნახვა

ეკონომიკა
„ვოლვო ქარ“ საქართველო დისტანციურ გაყიდვებზე გადადის და მომხმარებელს ტესტ დრაივებს სახლში მიყვანით სთავაზობს

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე “ვოლვო ქარ საქართველო” მოხმარებელს კიდევ უფრო მოქნილ მომსახურებას სთავაზობს და 28 ნოემბრიდან, მოხმარებელს ექნება საშუალება ცენტრში მოსვლის გარეშე გაიაროს ტესტ დრაივი Volvo XC90, XC60, S90 და S60 მოდელებზე. Test Drive-ზე ჩაწერა შესაძლებელია როგორც ვებ გვერდის მეშვეობით volvocars.com-ზე, ასევე ქოლ ცენტრში დარეკვით 032 224 42 42. „ვოლვო ქარსის“ გაყიდვების კონსულტანტები ყველა რეკომენდაციის დაცვით და სრული აღჭურვით მოგაკითხავენ სასურველ მისამართზე მთელი თბილისის მასშტაბით.

ასევე ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ტექნიკური მონაცემების, ფოტოების ნახვა და ფასის მოთხოვნა შესაძლებელია როგორც ვებ გვერდ volvocars.com-ზე, ასევე „ვოლვო ქარ საქართველოს“ Facebook გვერდზე.

„ჩვენ კარგად გვესმის ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გვსურს ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო მარტივი გავხადოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ, მომხმარებელს საშუალება აქვს თბილისის მასშტაბით ისარგებლონ ტესტ დრაივით და ჩვენ ავტომობილის სახლში მივუყვანთ მთელი კვირის განმავლობაში. ასევე 360 გრადუსიანი ვიზუალების მეშვეობით დაათვალიეროს ჩვენი სამოდელო რიგი, ხოლო „შექმენი შენი ვოლვოს“ მეშვეობით შეარჩიონ სასურველი კომპლექტაცია, ჩვენ კი მის მიერ შერჩეულ ავტომობილს ადგილზე მივუყვანთ“, - განაცხადა „ვოლვო ქარ საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.

„ვოლვო ქარ საქართველო“ ავტომობილის შეძენის საუკეთესო პირობებს გთავაზობთ. მიმდინარე აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ვოლვო XC60, S60 და S90 მოდელები 40 000 ლარიანი ფასდაკლებით.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics