09:46 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 23:18:40, 696 ნახვა

საზოგადოება
მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა - გარდაცვლილია 3 ადამიანი

მცხეთაში 30 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილი მტკვარში გადავარდა, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 3 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 15 მეხანძრე-მაშველი, გასაბერი ნავი და დრონი იყო მობილიზებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება მცხეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.

შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, გზის სავალ ნაწილზე მოძრავი ავტომობილი მდინარე მტკვარში დაახლოებით 30 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველი მორეაგირე ჯგუფის ინფორმაციით, ავტომობილი მთლიანად წყლით იყო დაფარული, რის გამოც მცხეთის მიმართულებით დამატებით გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.

რამდენიმე საათიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა წყლის ფსკერზე, ავტომობილში მყოფი 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით, მყვინთავებმა კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 3-ვე ცხედარი წყლიდან უკვე ამოასვენეს. მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

ამ დროისთვის, მცხეთაში საძიებო სამუშაოები დასრულებულია. პროცესში ჩართული იყო 15 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს 6-კაციანი ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო გასაბერი ნავი, დრონი და სხვა ყველა აუცილებელი ტექნიკა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics