|
2020-11-27 23:00:36, 469 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძე - შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ
„შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხდა. როგორც მან აღნიშნა, დღეს ქვეყანა სერიოზულ ბრძოლაშია და ვინმეზე თითის გაშვერა არასწორია. „შეცდომა ვისია და რა, მოდი შემდეგ გავარჩიოთ. ახლა არ არის იმ წარსულზე ლაპარაკის დრო. ახლა სხვა დროა, სხვა. ჩვენ სერიოზულ ბრძოლაში ვართ. ახლა რომ ვიღაცებზე თითის გაშვერა დავიწყოთ, ეს არი არის სწორი. ახლა სწორია, როცა უკვე ცეცხლი ანთია, ერთად უნდა ჩავაქროთ ყველამ. ამიტომ, ახლა ვინ, როდის, რანაირად მოიქცა და ასე შემდეგ, ამას თავი დავანებოთ. მთელი აგვისტო იცით რა ხდებოდა ზღვისპირეთში. გვქონდა საკმაოდ სერიოზული ეპიდაფეთქება, მაგრამ 2 კვირაში ჩავაქრეთ ის სვანეთში. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რომ გაიხსნა ტურიზმი, მაგრამ უნდა დაგვეცვა ის რეკომენდაციები, რომლებსაც არავინ არ იცავდა და შემდეგ, რა თქმა უნდა ორთვიანი პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)