2020-11-27 14:05:02, 507 ნახვა
სამართალი
დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალი დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,