|
2015-09-25 20:40:21, 683 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის საბჭოს ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელს ელენა ჟოლიკს შეხვდა, რომელმაც დღეს მონაწილეობა მიიღო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისში აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დახვეწისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების მიმართულებით. ელენა ჟოლიკის განცხადებით, ევროპის საბჭო გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა როგორც რისკების შეფასების, ისე რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შექმნის მიმართულებითაც. როგორც აღინიშნა, ქართული მხარე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, გააგრძელებს თანამშრომლობას ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებათა შემფასებელ ექსპერტთა ევროპის საბჭოს კომიტეტთან (MONEYVAL) და ფინანსური ქმედების ჯგუფთან (FATF) მათი რეკომენდაციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)