|
2020-11-27 11:45:07, 413 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) სხდომაზე, საქართველოში, ზეთისხილის კულტურის წარმოებისა და ექსპორტის პოტენციალზე ისაუბრა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ონლაინ საერთაშორისო სემინარში „ზეთისხილის ზეთის სამომავლო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო საბჭოს წევრებს ზეთისხილის მსოფლიო დღე მიულოცა. „საქართველო, 2019 წლიდან, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ოჯახის წევრია, რაც დარგის განვითარების ხელშემწყობ უალტერნატივო პლატფორმას წარმოადგენს. რომ არა პანდემია, წელს თბილისი საბჭოს სხდომის მასპინძელი იქნებოდა. ვიმედოვნებ, მორიგი საბჭოს სხდომის მასპინძლობის შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში მოგვეცემა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებაა. ქვეყანაში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება ქვეყნის ეკონომიკურ წახალისებასა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში ზეთისხილის კულტურის წარმოების და ექსპორტის პოტენციალზე და ყურადღება სახელმწიფოს მიერ შემუშავებული დარგის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ქვეყნაში არსებული ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალ წელს, 100 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება ახალი ნარგაობების გაშენება და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიერ საქართველოსთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში, ქვეყანაში ზეთისხილის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება. სხდომის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ზეთისხილის და მისგან წარმოებული პროდუქციის სასარგებლო თვისებების გარდა, აღნიშნული კულტურის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამორჩეულ მახასიათებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზეთისხილს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენის ხელშეწყობის და კლიმატზე მავნე ზეგავლენის შემცირების უნიკალური თვისება აქვს. საბჭოს სხდომაზე, პროდუქციის წარმოებაში პანდემიის გავლენები, ხარისხის სტანდარტის მახასიათებლები, სარეალიზაციო ბაზრების დივერსიფიცირების, წარმოებაში ქალების ჩართულობის მნიშვნელობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საბჭოს სხდომას, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ესწრებოდა. საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი 2019 წელს გახდა და, ამავე წელს, ჩვენი ქვეყანა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2020 წლის პრეზიდენტ ქვეყანად ოფიციალურად დასახელდა. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭო, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს, 1959 წელს, მადრიდში დაარსდა. საბჭოს მიზანი ზეთისხილის პირველადი წარმოებისა და ექსპორტის მხარდაჭერაა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)