10:37 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-27 11:27:10, 544 ნახვა

საზოგადოება
DRI - ახალგორი ადგილობრივი მოსახლეობისგან იცლება

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებით, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობამ ე.წ. ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამა დაიწყო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ოჯახის წევრებთან გადასახლებას და შესაბამისად, ახალგორში საკუთარი საცხოვრებლის სამუდამოდ დატოვებას გულისხმობს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ,,ოჯახების გაერთიანების“ პროგრამის მსურველთა სიაში დაახლოებით 280 ადამიანია.

„დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის „ოჯახის გაერთიანების“ პროგრამა ახალგორის ეთნიკურად ქართველი ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლის „ლეგალური“ გზაა.

წასვლის მსურველმა ჯერ ყველა კომუნალური გადასახადი და ჯარიმა უნდა დაფაროს, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც ადგილობრივი უშიშროების სამსახურს წარედგინება. ამასთანავე აუცილებელია, რომ მოიპოვოს დოკუმენტები, რომლითაც დადასტურდება, რომ მას ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს ოჯახი ნამდვილად ელოდება. ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ამ პროგრამაში „გასვლის დოკუმენტის“ შინაარსია, რომლის თანახმადაც, რაიონიდან წამსვლელს უკან დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცემა და საკუთრებაზე, რომელსაც ტოვებს, მომავალში პრეტენზიას არ განაცხადებს.

ამ პირობების მიუხედავად, უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, სასოწარკვეთილებასა და უიმედო მდგომარეობაში დარჩენილი მოსახლეობა, საკუთარი საცხოვრებლის დატოვებას და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მაინც ცდილობს.

რუსეთის ფედერაციის და ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებულმა პოლიტიკამ არასასურველი ქართული მოსახლეობისგან რეგიონის სრულად დასაცლელად, ახალგორში უმძიმესი პირობები ხელოვნურად შექმნა, რაც უნდა შეფასდეს, როგორც ჩუმი ეთნიკური წმენდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

•             ახალგორში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისათვის გამოიყენოს ყველა ხელმისაწვდომი მექანიზმი

•             მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ახალგორში დარჩენილი ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრანგმა პროკურორებმა ილონ მასკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს.
ირანი გეგმავს, რომ მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიებისგან ჰორმუზის სრუტეში კაბელების გაყვანისთვის გადასახადი დააწესოს
CNN: პენტაგონი ირანზე ახალი დარტყმებისთვის სამიზნეების სიას ამზადებს
უკრაინამ ომის განმავლობაში მოსკოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმის დროს ენერგეტიკული ობიექტები, თავდაცვის ინდუსტრიის საწარმო და შერემეტიევოს აეროპორტი დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics