2020-11-26 14:22:54, 554 ნახვა
საზოგადოება
28 ნოემბრიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას აჩერებს
28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეიზღუდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაყვანაზე შეზღუდვა არ ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე.
ამასთან,
16 იანვარი - 31 იანვარი ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტების, ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან