|
2020-11-26 10:20:16, 388 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბიზნეს კლუბი“ - ბიზნესის მხარდაჭერის ახალი პლატფორმა
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის, რომელიც კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს. ბიზნეს კლუბის შექმნით თიბისი მომხმარებლებს უმარტივებს ბიზნესის კეთებას, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. კლუბის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტაციებით და სესიებით, სადაც მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კონკრეტული დარგის ექსპერტებისგან. ასევე, სპეციალურად მათთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, რომელზეც მოხდება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების განხილვა. ბიზნეს კლუბის წევრებს და მათი კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ სპეციალური კურსების გავლა, ასევე, ყოველთვიური განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა. ამას გარდა, შეიქმნება ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, პოტენცურ პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან დაკავშირებას და სიახლეების გაზიარებას. „ჩვენ ბიზნეს კლუბის შექმნით გავაერთიანეთ ორი სრულიად ინოვაციური მიდგომა საქართველოში, პირველი ეს არის „ბანკი გამოწერით“ და მეორე, ერთი სოციუმის ადამიანებისთვის, კერძოდ, ბიზნესებისთვის - კლუბის გაკეთება. თიბისის ყველა ძალისხმევა ემსახურება მომხმარებლებისათვის ცხოვრების გამარტივებას. კლუბის შექმნის იდეამდე იმ ინსაითებზე დაყრდნობით მივედით, რაც ბიზნესის წარმომადგებლებთან უკუკავშირის შედეგად მივიღეთ. ბიზნეს კლუბი იქნება სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი მიიღებენ ყველაზე მთავარს, რაც სჭირდებათ, ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის შეძენა, ნეთვორქინგი, პოტენციურ პარნიორებთან თუ კლიენტებთან შეხვედრა და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნეს კლუბი მუდმივად განახლდება, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე,“ - ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. ბიზნეს კლუბში მოხვედრა შესაძლებელია ბიზნეს ნაკრების გამოწერით. როგორც თავად ბიზნეს კლუბი, ასევე, საბანკო სერვისების გამოწერის პრინციპი საქართველოს საბანკო სივრცეში ინოვაციურია. ახალი ინიციატივის ფარგლებში თიბისი მომხმარებლებს სთავაზობს 3 ტიპის ბიზნეს ნაკრებს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფასითა და შემადგენლობით. სამივე ნაკრები შედგება იმ საბანკო პროდუქტებისგან, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. ბიზნეს კლუბი გააერთიანებს ყველა ტიპის ბიზნესს, მიუხედავად მათი ზომისა და იურიდიული ფორმისა, კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირ ბიზნესებს. ბიზნეს ნაკრებების შემადგენლობა კი, შეესაბამება ყველა ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს. ნაკრების გამოწერა არის შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს სივრცემდე, ბიზნეს კომუნამდე მიიყვანს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია საბანკო პროდუქტები და სერვისები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)