2020-11-25 16:39:36, 361 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა
ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
ამის შესახებ განცხადებას სებ-ი ავრცელებს.
„2020 წლის 25 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 46 550 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3132 შეადგინა“, - განაცხადეს ეროვნულ ბანკში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან