06:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 13:58:23, 1609 ნახვა

ომი უკრაინაში
საფრანგეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებს, შვედეთი ამკაცრებს - რა ვითარებაა ევროპაში

ევროპის რიგ ქვეყნებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდი იწყება. 

აღნიშულ ქვეყნებს შორისაა საფრანგეთი. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოქალაქეების ძალისხმევით, მოხერხდა ვირუსის გავრცელების შენელება.

​ქვეყანაში 28 ნოემბრიდან მაღაზიების გახსნა იგეგმება. 15 დეკემბრიდან გაუქმდება ქვეყანაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, თუმცა საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე იმოქმედებს კომენდატის საათი.

​„დღეს მე მოგმართავთ თქვენ, რათა გითხრათ, რომ ჩვენ არ უნდა დავიშუროთ შემდგომი ძალისხმევა. რა არის ჩვენი მიზანი? სიცოცხლის გადარჩენა, პანდემიის კონტროლი, თუმცა ამავდროულად ზრუნვა მოქალაქეებზე არანაკლები მეთოდებით, როგორიცაა თვითიზოლაცია და უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ გამოვაცხადებთ მხარდაჭერას მოსახლეობისთვის ეკონომიკური კუთხით - განათლება, კულტურა, სპორტი, ხელოვნება, გავაგრძელებთ ცხოვრებას ფრანგულად“, - განაცხადა მაკრონმა.

​კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე ბრიტანეთშიც ალაპარაკდნენ. 15 დეკემბრიდან ქვეყანაში ტესტირების ახალი სისტემა დაიწყებს მოქმედებას. ამასთანავე, სავალდებულო თვითიზოლაციის დრო 15 დღიდან 5 დღემდე შემცირდება, იმ შემთხვეავში თუ კორონავირუსზე გაკეთებული ტესტი უარყოფითი იქნება.

იტალიაში კი, კორონავირუსის მეორე ტალღის მორიგი ანტირეკორდი ფიქსირდება - ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19-ს 853 პირი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლება ამზადებს სამოქმედო გეგმას საშობაო პერიოდისთვის, რათა დღესასწაულის შემდეგ ქვეყანაში კოვიდ19-ის მესამე ტალღა არ დადგეს.

თუმცა შვედეთში, სადაც კორონავირუსის მზარდი დინამიკაა, ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობენ. სამშაბათიდან დაუშვებელი იქნება 8 მოქალაქეზე მეტის თავშეყრა, დაკრძალვებზე დაშვებული იქნება მხოლოდ 20 ადამიანი. კორონავირუსის მზარდი დინამიკა, ბოლო პერიოდში, შვედეთის ყველა რეგიონში ფიქსირდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics