11:35 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-25 10:55:56, 402 ნახვა

საზოგადოება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგს გამზირებზე ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  აღნიშნული პროექტის დაწყების თარიღს საზოგადოება მომდევნო მთავრობის სხდომაზე შეიტყობს.

„შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება - მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი უკვე ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასოა, რათა წავახალისოთ ელექტრომობილების არსებობა ქალაქში.  ეს პროცესი საბურთალოს რაიონში, კონკრეტულად ამ გამზირებზე,  დაიწყება მას შემდეგ, რაც მუნიციპალური პავილიონები ვაკის რაიონში მოიხსნება. დამატებით ინფორმაციას მომდევნო მთავრობის სხდომაზე მოგაწვდით და გეტყვით ზუსტ თარიღებს, თუ როდიდან ამოქმედდება პარკირების ეს სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებსა და მიმდინარე ქუჩებზე. მოსახლეობას ექნება ზუსტი ინფორმაცია, თუ როდიდან ექნება რეგისტრაციის საშუალება”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე მუნიციპალური პავილიონები განთავსდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე ამტკიცებს, რომ გამოხატვის თავისუფლების გამო დასჯა, არ არის თავისუფლების შეზღუდვა
რეჟიმი შსს-ში შექმნის სპეციალური სამმართველოს, რომლის ფუნქცია იქნება გამოავლინოს და დასაჯოს ოლიგარქის პარტიის კრიტიკოსები
ლიეტუვაში დრონი ჩამოვარდა - წინასწარი დასკვნებით, ის უკრაინული იყო
ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics