04:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 19:47:03, 501 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე - მგონი ყველა აცნობიერებს, რომ შეთანხმება აუცილებელია

„მგონი ყველა აცნობიერებს, რომ შეთანხმება აუცილებელია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმრავლესობაც ფიქრობს შეთანხმების მიღწევაზე, რადგან ქვეყანა მნიშნელოვანია.

„ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს - როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება.

ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა.

მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას და მათ გარეშე შეგვეძლოს ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკების წარმოება. თუმცა, ალბათ ჯერ არ ვართ მზად ამისთვის, ამას სჭირდება გარკვეული დრო და აქამდეც მივალთ“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics