18:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 16:01:05, 510 ნახვა

საზოგადოება
საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება

საგნის გამოცდისთვის პედაგოგებისა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 30 სექტემბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს 18:00 საათამდე გაგრძელდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს: პრაქტიკოს მასწავლებელს; ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული (შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის) აკადემიური ხარისხის მქონე პირს; მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება.

გამოცდას აპლიკანტები იანვარში ჩააბარებენ.  გამოცდები ჩატარდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:  ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები); მათემატიკა (I-VI კლასები); ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები); ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII კლასები); მათემატიკა (VII-XII კლასები); ისტორია; გეოგრაფია; სამოქალაქო განათლება; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ინგლისური; გერმანული; ფრანგული; რუსული; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

2016 წლიდან  პედაგოგებს საგნის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - ზამთარსა და ზაფხულში ექნებათ.  მუსიკისა და სპორტის მასწავლებლები გამოცდებისათვის რეგისტრაციას გაზაფხულზე შეძლებენ. მათ საშუალება ექნებათ საგნის გამოცდა ივლისის თვეში ჩააბარონ.

ყველა აპლიკანტს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს ელექტრონულად ვებგვერდებზე: www.naec.ge და  www.online.naec.ge. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის რეგისტრაცია უფასოა.

დამხმარე კრებულები პედაგოგებისათვის განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics