05:15 - 10 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-24 14:09:02, 516 ნახვა

საზოგადოება
გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო. 

საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა. რის შემდეგაც, დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.

აღნიშნული პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული.

სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,დინ გრუპ“ ახორციელებს.

პატარა ტბის დასახლებაში გლდანის გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო,  გამგეობა ვერ ახორციელებდა გზის საფარის მოწყობას. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობა განხორციელდა, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები დაეწყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics