|
2020-11-24 13:41:09, 1572 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 3 128 შემთხვევა უქმეებზე ტესტირების დაბალ რაოდენობას უკავშირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შედარებით მცირე, 3 128 ახალი შემთხვევა უქმეებზე ჩატარებული ტესტირების დაბალ რაოდენობას უკავშირდება. მისი თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების რაოდენობა კვლავ მზარდია და შემთხვევათა მატება ისევ გაგრძელდება. „შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე შევედით პიკში. უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა. გუშინ და გუშინწინ ჩვენ ტესტირების რაოდენობა „პისიარის“ და ანტიგენის ერთად აღებული 7-დან 8 ათასის ფარგლებში გვქონდა. კვირის სხვა დღეებში, ერთად აღებული გვაქვს 12-13 ათასის ფარგლებში. ამიტომ, ეს რაოდენობა, 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატება არის და მატება კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ პიკში. პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ეს ჩვენ არ ვიცით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)