|
2015-09-25 15:33:38, 614 ნახვა
საზოგადოება
უილიამ ლაჰიუ: საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი მებრძოლები ჰყავს
ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი მებრძოლები,-ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ცოტა ხნის წინ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვასილ ყულჯანიშვილი, ჩამოასვენეს. მან ნატო-ს სახელით,დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა. "მინდა, ნატოს სახელით დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა და დიდი დანაკარგია ერისთვის, რომელსაც ასეთი დიდებული მებრძოლები ჰყავს. ისინი თავს წირავენ თავისუფლებასა და უსაფრთხეობას არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მსხვერპლს და საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი მებრძოლები",-აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)