|
2020-11-23 19:26:20, 576 ნახვა
სამართალი
პირი, რომელიც „ტვ პირველმა“ გარდაცვლილ პატიმრად მოიხსენია, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებული იყო
2020 წლის 23 ნოემბერს ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ პატიმარი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის გულგრილობის გამო გარდაიცვალა, მიზეზი კი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს ,,მსჯავრდებულს კლინიკაში წასვლის უფლება, მხოლოდ გარდაცვალებამდე 40 წუთით ადრე მიეცა“ სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. პირი, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი არის ი.ე. (დაბ. 1971 წ.), რომელიც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯერ კიდევ 2020 წლის 31 ოქტომებრს მოთავსდა. მანამდე კი ხანგრძლივი მკურნალობის კურსს გადიოდა N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდებოდა. ამასთან, გარდაცვალების მომენტისთვის ი.ე. არ იყო პატიმარი, ვინაიდან 2020 წლის 22 ნოემბერს იგი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწვეტილების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ მანამდე პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მას სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადების მოთხოვნაზე უარი ორჯერ ეთქვა - 2020 წლის 11 აგვისტოს და 24 სექტემბერს. ინფორმაციისთვის, მსჯავრდებული ი.ე. 2018 წლის 14 აპრილიდან სასჯელს იხდიდა საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. სასჯელის მოხდის პერიოდში გამოკვლევების ჩატარების მიზნით არა ერთხელ იყო გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. 2018 წლის 21 ოქტომბერს მსჯავრდებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჩატარებული კვლევების და კონსულტაციების საფუძველზე (რაც ჩატარებული აქვს როგორც პენიტენციურ სისტემაში, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკებში) დაუდგინდა დიაგნოზი: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება IV-სტადია, მძიმე მიმდინარეობის, ფილტვების ემფიზემა, ფილტვების ფიბროზი, სუნთქვის უკმარისობა; ქრონიკული C ჰეპატიტი (სასჯელის მოხდის პერიოდში 2018 წლის 26 სექტემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარებული აქვს ქრ. C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობა). მსჯავრდებულს სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პერიოდულად უტარდებოდა თერაპია საინჰალაციო და საინექციო ბრონქოდილატატორებით, მათ შორის, ჰორმონული პრეპარატებით, სედაციური და სიმპტომური საშუალებებით. ჯანმრთელობის მდომარეობიდან გამომდინარე მსჯავრდებული 2020 წლის 31 ოტომბერს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც დაესვა დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ემფიზემა (ფილტვის); კლინიკაში ყოფნის პერიოდში 19 ნომებერს მსჯავრდებულის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, 2020 წლის 22 ნოემბერს მოხდა ი.ე.-ს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)