|
2020-11-23 18:06:25, 532 ნახვა
კომენტარი
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი - მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიპოვოთ გამოსავალი და დეკემბერში ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ
„ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე ისაუბრეს იმ საკითხზე, რომ დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი. მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გამოსავალი იპოვონ და დეკემბერში ფუნქციონირება არ შევწყვიტონ. „ყველას გვესმის, რომ გართულებული ეპიდმდგომარეობაა, შესაბამისად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რომ ვიპოვოთ საერთო გამოსავალი, - ამის შესახებ "ისთ ფოინთის" მარკეტინგის დირექტორმა თეიკო ლომინაძემ, მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მიმდინარეობს მუშაობა, რომ ერთი მხრივ, დამატებითი შეზღუდვებით შესუსტდეს მობილობა და შემცირდეს დაინფიცირებულთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ, ვიპოვოთ გამოსავალი, რომელიც დაგვეხმარება ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ და დეკემბრის თვეში გავაგრძელოთ მუშაობა", - განაცხადა თეიკო ლომინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)