17:57 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 14:30:18, 572 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებისთვის სახლების მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპრეცედენტო პროექტის, უკიდურესად შეჭირვებულ და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დაიწყო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და პროექტის იდეის ავტორის გურგენ სართანიას განცხადებით, – „პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარია გათვალისწინებული.

„წელს, 16– ასეთი სახლი აშენდება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება“, – განმარტა გიზო სართანიამ.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ 13 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ადმინისტრაციულ ერთეულებში უკვე დაიწყო: ახალსოფელი – კვარაცხელია მზიური, ორსანტია – აბსანძე ზურაბი, ახალაბასთუმანი – შენგელაია ციალა, დიდინეძი – ჯიჯელავა გიორგი,კახათი – ჯიქია ეკატერინე,დარჩენი – არნანია გოჩა,ჭკადუაში – ნაჭყებია იგორი,

ჩხორია – ლომაია შორენა,ჭითაწყარი – ბერულავა კახი,აბასთუმანი – მესხია ჟანა,ახალკახათი – შაყლანძე ლამზირა,ცაცხვი – სახურია მანუჩარი,დიდინეძი – კუკავა მამუკა.

დარჩენილ სამ ადმინისტრაციულ ერთეულში, ხეცერა, ნარაზენი და შამადელაში სამშნებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ცნობისთვის, პროექტის მიხედვით 22 – 41 კვ/მ ერთოთახიანი და სამოთახიანი სახლები აშენდება. ერთოთახიანი სახლები მარტოხელა და ორ სულიანი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო სამოთახიანი, სამი და მეტი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის. პროექტის ფარგლებში სახლებს დასრულებული ფორმა ექნებათ. ბენეფიციარის საცხოვრებელი სახლი მოწესრიგებული სამზარეულოთი, სველი წერტილებით, მზის გამათბობელით, მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯრებითა და ლამინირებული იატაკით იქნება უზრუნველყოფილი.

ბენეფიციარები ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლებში შეხვდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics