|
2020-11-21 14:53:37, 858 ნახვა
მსოფლიო
ჩვენ ჩამოვედით დიდი გეგმებით და გვაქვს მათი რეალიზების იმედი - სომხეთში რუსეთის დელეგაცია ჩავიდა
ჩვენ არ ჩამოვედით სრულიად ჩამოყალიბებული და კონკრეტული ამოცანებით, დიდი გეგმებით ჩამოვედით და ვიმედოვნებთ, რომ გეგმების რეალიზება მალე მოხდება, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთა შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ აქ სრულიად ჩამოყალიბებული და კონკრეტული ამოცანებით ჩამოვედით. თქვენ იცით, რომ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, ჩვენ სასწრაფო წესით განვალაგეთ სამშვიდობოები თქვენს ტერიტორიაზე. ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე 23 სადამკვირვებლო პოსტი განვალაგეთ. ჩვენ ვაკონტროლებთ გზას,რომელიც მიდის სტეპანაკერტისკენ, ლაჩინის კორიდორს, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ გადაადგილებასა და აღნიშნული ტერიტორიებიდან წასული ლტოლვილების დაბრუნებას. ჩვენ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, მე ვიმედოვნებ, რომ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანი ცხოვრება დასტაბილურდება. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანაა - სისხლისღვრის პოლიტიკის არ დაშვებაა. გარდა ამისა, ჩვენ ვალდებულები ვართ განვიხილოთ მომავალი ცხოვრება და ჩვენი სამშვიდობოების მუშაობა, რაც მნიშველოვანია. და, რა თქმა უნდა, უნდა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს თანამშრომლობას როგორც საომარი მიმართულებით ასევე საომარი-ტექნიკური მხრითაც. ჩვენ ჩამოვედით დიდი გეგმით და ვიმედოვნებთ, რომ ამ გეგმების რეალიზება მოხდება“, - განაცხადა სერგეი შოიგუმ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსეთის დელეგაცია სომხეთში ვიზიტით იმყოფება. დელეგაციის წევრები არიან: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, ვიცე-პრემიერები, ალექსანდრე ნოვაკი და ალექსეი ოვერჩუკი და სხვა ოფიციალური პირები.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)