2020-11-21 13:11:23, 9736 ნახვა
ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 8.29% შეადგინა
![]() ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 8.29% შეადგინა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა 177 462-მა ამომრჩეველმა. „წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლის აქტივობის სესახებ 12:00 საათის მდგომარეობით. არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც არის მომრჩეველთა რაოდენობის 8.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში 21-ე მაჟორიტარულ ოლქში 11.4%. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში 6.2%, ჯამში 8321 ამომრჩეველი. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, შეფერხების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი, 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს. „შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურისთვის არის 2 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შეტანილი ცვლილების თანახმად, 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია 22 ნოემბრის დილის 05:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. მეორე ტურის დასრულებამდე დაახლოებით 7 საათი რჩება, ასე რომ ამომრჩევლებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მივმართავ - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.
ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით თურქეთში ჩავიდა
შალვა პაპუაშვილი - დღეს 20 ივნისია, დღე, როდესაც საქართველოში, 2012 წლის შემდეგ, სრულად გაცხადდა პოლიტიკის რადიკალიზაციის გეგმა
ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაშავდა 13 ადამიანი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|