2020-11-21 10:42:15, 15899 ნახვა
კახა კალაძე - მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას
![]() მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევა პარლამენტში და იქ გააგრელებს მუშაობას, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურზე ოპოზიციის ბოიკოტს. კახა კალაძემ განაცხადა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. „დღეს ხმა მივეცი ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებასა და წარმატებულ საქართველოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პოლიტიკური ჩიხს, იცით, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია, ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და იქ გაგრძელდება მუშაობა. ხელახალი არჩევნების ჩატარების არანირი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებამ პოლიტიკურ გუნდებს, პოლიტიკოსებს მისცა ხმა, რადგან მათ იმუშაონ პარლამენტიდან, შესაბამისად, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა მგონია, ქუჩაში დგომა მათი მხრიდან და არდაფასება თავიანთი ამომრჩევლების. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ყველაზე შეუძლებელია ამის თქმა, თუმცა არიან კონკრეტული ადამიანები, მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება“, – განაცხადა კალაძემ.
ჯო უილსონი: MEGOBARI აქტი საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება
სუსი იკვლევს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მილიონობით ლარის წარმომავლობას
სუს-ი - ქვეყნის ყოფილი მმართველების სახლებიდან ამოღებულია 7 მლნ 2 200 დოლარი, 136 000 ლარი და ძვირფასეულობა
ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
![]() ოცნების საკანონმდებლო ტერორიზმი
![]() რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე უკმაყოფილოა - სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა
ომი უკრაინაში![]() ზელენსკიმ ტრამპს უკრაინული დრონების სანაცვლოდ კიევში „ტომაჰავკის“ რაკეტების გაგზავნა შესთავაზა.
აშშ-სი ჩასული უკრაინის პრეზიდენტი გაოცებულია ტრამპის განცხადებით Tomahawk“-ის გადაცემის თაობაზე
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|