17:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 13:06:57, 495 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო

საქართველოს მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები დაიწყო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და  თბილისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარე თავისუფლების მოედანზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორების დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ.

გარემოს ეროვნული  სააგენტოს მიერ,   ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები საქართველოს მასშტაბით 60-მდე წერტილში (თბილისი, რუსთავი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ზესტაფონი, ახალციხე, გორი და თელავი) დამონტაჟდა. თბილისში  26 წერტილი შეირჩა. 

გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები შეგროვდება, განთავსდება კონტეინერებში და შესაბამისი პირობების დაცვით გაიგზავნება დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიული ანალიზის ჩასატარებლად.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება  თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად განსაზღვროს.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics