22:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 10:31:26, 602 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორგანიზებული ჯგუფის 5 წევრი - 1988 წელს დაბადებული გიორგი თ, 1988 წელს დაბადებული გიორგი ც, 1990 წელს დაბადებული ლევან ჭ, 1993 წელს დაბადებული ლევან დ. და 1986 წელს დაბადებული ირაკლი კ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ თბილისში, წულუკიძის ქუჩის მეორე შესახვევის N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული, „თიბისი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და 38 500 ლარი მოიპარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი თ, გიორგი ც. და ლევან ჭ. აღნიშნული აპარატიდან „აჭარაბეთის“ არავერიფიცირებულ ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხებს რიცხავდნენ, ლევან დ. და ირაკლი კ. კი ამ ანგარიშიდან ჩარიცხული თანხების გადათამაშებას ახდენდნენ „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებულ ანგარიშზე, რომელიც თავიანთი დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით ჰქონდათ შექმნილი. ბრალდებულებს გადათამაშებული თანხა „აჭარაბეთის“ ვერიფიცირებული ანგარიშიდან გამოქონდათ, გამოტანილ თანხას კვლავ იმავე სწრაფი ჩარიცხვის აპარატში რიცხავდნენ და დანაშაულებრივ საქმიანობას აგრძელებდნენ. როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატში გარკვეული თანხა დაგროვდა, გიორგი თ-მ, გიორგი ც-მ და ლევან ჭ-მ გატეხეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და იქ არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა სრულად ამოიღეს. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics