|
2015-09-25 10:03:12, 560 ნახვა
საზოგადოება
უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ლაოსის დელეგაცია ეცნობა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლაოსის დელეგაცია სტუმრობს. სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. ვიზიტის მიმდინარეობისას დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას, საზოგადოებრივ ცენტრების მუშაობას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები. სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)