|
2020-11-19 13:44:49, 465 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ექსპორტი, წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას
„ოქტომბრის თვეში საქართველოში წარმოებული საექსპორტო პროდუქცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 21.2 პროცენტით, მთლიანობაში კი ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე მიწოდება, მიმდინარე წლის 10 თვეში გაზრდილია 4.7 პროცენტით," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, სწორედ ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც თანდათან ქმნის ეკონომიკის გაჯანსაღების დინამიკას. „თანდათან მცირდება კლების ტემპი, თანდათან ვანულებთ კლებას, გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე და ექსპორტი, მათ შორის ადგილობრივი წარმოების ექსპორტი, არის ამ პროცესის ერთ-ერთი ლოკომოტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, რომელიც მართლაც რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)