17:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 19:07:00, 488 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება

ხვალ 11 საათზე, იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს (EEU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

იურიდიული პროფესიის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდისა და მათი პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ საფუძველი ჩაუყარა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა საქართველოს (როგორც დედაქალაქში ასევე რეგიონებში) 13 წამყვან უნივერსიტეტთან.

მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს (ბაკალავრის მე-4 კურსი; მაგისტრატურა და დოქტორანტურა) სთავაზობს პერიოდულ, უფასო საჯარო ლექციებს, სადაც სწავლა ორიენტირებული იქნება  პრაქტიკულ მეცადინეობებზე. გაიმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები, ხოლო ლექტორები იქნებიან იუსტიციის უმაღლესი სკოლის პედაგოგები-მოქმედი მოსამართლეები.

მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნებათ საშუალება ასევე გაეცნონ იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობას, მოინახულონ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და სკოლის ბიბლიოთეკა.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics