|
2020-11-17 23:16:29, 903 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - გაუგებარია, როდესაც მიკრო პარტიას ამომრჩეველი ამხელა ნდობას გამოგიცხადებს და ფეიკლიდერის გამო ამაზე უარს იტყვი
„გაუგებარია, როდესაც მიკრო პარტიას ამომრჩეველი ამხელა ნდობას გამოგიცხადებს და ფეიკლიდერის გამო ამაზე უარს იტყვი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციას დებატები პარლამენტში შედგება. „აბსოლუტურად გაუგებარია, როცა სულ ახლახან შექმნილი პარტია იღებს ამხელა მხარდაჭერას, გადის მეორე ტურში, მაგალითად, იმ რაიონში, სადაც მე ვარ ამომრჩეველი და უარს ამბობს საბურთალოს ოლქში არჩევნებში მონაწილეობაზე მარტო იმიტომ, რომ უცხოეთში გადახვეწილმა ოპოზიციის ფეიკლიდერმა ასე მოისურვა. გუნდში გამოუსწორებელ ოპტიმისტად მიცნობდნენ და დღესაც ასეთი ვარ - მე იმედს არ ვკარგავ, რომ მათ პასუხებს არა მხოლოდ აქ, ამ ეთერში, თქვენი დამსახურებით, არამედ პარლამენტშიც მოვისმენ და თუნდაც მწვავე დებატები გვექნება მომავალში ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხებზე. როდესაც მიკრო პარტიას ქმნი, იმიტომ რომ ასე იქმნება ყველა პარტია, სანამ გადიდდება და გაიზრდება, ამხელა ნდობას გამოგიცხადებენ, რომ სერგეენკოს მერე მეორე ტურში გახვალ და შენ უარს ამბობ და მიშას მოკავშირედ ხარ, იმ წარსულის ადამიანის, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს ჩემში, ერთ ქართველ ამომრჩეველში გაკვირვებას იწვევს. ფეიკლიდერში ვგულისხმობდი მიშა სააკაშვილს, მას ჰგონია, რომ ლიდერია“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)