17:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 18:02:43, 538 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საბავშვო ბაღებს 52 ათასი ლარი ჩაერიცხებათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას გადაწყვეტილებით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე სასწავლო წლისთვის დამატებით 52 ათასი ლარი ჩაერიცხება. 
 ბიუჯეტში დამატებული თანხით მიმდინარე წელს 11 გაზქურის, 4 მაცივრის, 5 გამწოვისა და 3 ელექტროღუმელის შეძენა იგეგმება.
ამის შესახებ ინფორმაცია საბავშვო ბაღის გამგეებს დღეს, გამართულ თათბირზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართაიამ, ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა დირექტორმა, ციცანა თოლორაიამ, კულტურის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ მიაწოდეს. 
მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების გამგეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. გიზო სართანიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 19 სასბავშვო ბაღეში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. ბაღების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღში შევქმნით თანამედროვე სისტემას, კეთილმოეწყობა და იქნება პატარებისთვის ადაპტირებული გარემო. ვიცით, რომ არსებობს პრობლემები და ეს აუცილებლად მოსაგვარებელია “, – განაცხადა გიზო სართანიამ.
ააიპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორის ციცანა თოლორაიას ინფორმაციით, წელს მოხდება საბავშვო ბაღებში დეზობარიერების შეტანა შესასვლელსა და გასასვლელებში ასევე სამზარეულოს შესასვლელში. 
ციცანა თოლორაიამ ბაღის გამგეებს ბაღის დისციპლინისა და შინაგანა წესის დაცვისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ მკაცრად იქნება გაკონტროლებული ბავშვების დაგვიანება და გაცდენის შემთხვევები. 
სასწავლო წელს, რომელიც 5 ოქტომბერს დაიწყება მუნიციპალიტეტის მასშტაბით 40 საბავშვო ბაღი ჩაერთვება, ხოლო დანარჩენი ოთხი ბაღი, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღით გვიან დაიწყებს სასწავლო პროცესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics